შოთა დიღმელაშვილი: საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ ბავშვებს ვერ ვაკეთებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 03 ივლისი 2022, 23:33

საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, მაგრამ ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ აქ რაღაცებს ვერ ვაკეთებთ, ბავშვებს ვერ ვაკეთებთ, - განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, შობადობის სტატისტიკით საქართველო მოწინავეა ევროპაში, ირლანდიის შემდეგ პირველ ადგილზეა.

„საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, მაგრამ ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ აქ რაღაცებს ვერ ვაკეთებთ, ბავშვებს ვერ ვაკეთებთ. საქართველოში მეტი ადამიანი იბადება ყოველ წელს, ვიდრე გარდაიცვლება, შობადობის სტატისტიკით საქართველო მოწინავეა ევროპაში, ირლანდიის შემდეგ პირველ ადგილზეა, მაგრამ საქართველოში მოსახლეობა მაინც კლებულობს იმიტომ, რომ საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი