სალომე ზურაბიშვილი - კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 03 ივლისი 2022, 23:38
ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ( რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო),,, - სოციალურ ქსელში დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

"თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს (“თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.

ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…

ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით!
და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!" - წერს პრეზიდენტი. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება გრძელდება
შეგნებული ტყუილი?! - რაში დასჭირდა გამოცემა „ნეტგაზეთს“ მოსამართლე გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია
არქივი