სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელი - ჩვენ გვქონდა გულწრფელი მოთხოვნა გვცოდნოდა გეგმა, მაგრამ მოვისმინეთ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რაღაცა ქმედება, თუმცა, საბოლოო სახით, როგორ მივდივართ, სტრატეგია ჩვენთვის არის უცნობი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 03 ივლისი 2022, 23:50
,,ჩვენ ვუერთდებით პროტესტს, რომელიც ემსახურება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, თუმცა, ჩვენ გვქონდა გულწრფელი მოთხოვნა გვცოდნოდა გეგმა, მაგრამ არ მოვისმინეთ გეგმა. მოვისმინეთ ერთ-ერთი გეგმის შემადგენელი ნაწილი, რაღაცა ქმედება, მაგრამ საბოლოო სახით, როგორ მივდივართ, სტრატეგია ჩვენთვის არის უცნობი. სამწუხაროა, მაგრამ გვქონდა კომუნიკაციის ნაკლებობა, ეს არ ვიცი შეიძლება ჩვენი ბრალიც იყოს, ან მათი ბრალიც. მაგრამ, გულწრფელი ემოცია იყო, მოვითხოვეთ გეგმა, თუმცა...'' - ასე უპასუხა ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სერგი გიგანმა. 

 როგორც გიგანმა აღნიშნა, მათ ჰქონდათ კამპანია მოსახლეობასთან და მისი თქმით, მათთვის გაუგებარი იყო თუ რას ითხოვდნენ აქციის ორგანიზატორები. როგორც გიგანი აღნიშნავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს გეგმა, თუ რას რატომ აკეთებს. 

 ,,ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი კამპანია, ჩვენი რესურსებით. ჩვენ გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია და საზოგადოება ვერ იგებდა რა მოთხოვნები არსებობდა, რა გვინდოდა. საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ მოიქცეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გეგმა, ვიცოდეთ თუ როგორ ვმოქმედებთ,'' - განაცხადა სერგი გიგანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სამტრედიაში ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა
ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
არქივი