გიორგი მშვენიერაძე - ჩვენ აქ მოვალთ და როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 03 ივლისი 2022, 23:55

იურისტ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, "შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან „ქართული ოცნების“ შენობასთან მივიდნენ არა იმიტომ, რომ მათ მმართველი პარტიის რომელიმე ლიდერი გაესაუბროს, არამედ ისინი დაელაპარაკებიან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს.

„აქ იგეგმებოდა კობახიძის განცხადებები, აქ იგეგმებოდა მდინარაძის ირონია და აქ დაგეგმილი პოლიტიკა არის ჩვენი ეროვნული საფრთხე. ამიტომ, ამ შენობაში რომ ადამიანები იკრიბებიან, აქედან უნდა მოვუწოდოთ, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ბოროტების სათავე. მოვედით იმიტომ, რომ მოგვენიშნა ეს ტერიტორია, ჩვენ აქ მოვალთ და როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული. დასასრული არა, როგორც ადამიანების, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თქვენთვისაც გვინდა, არამედ დასასრული, როგორც ანტიდასავლური პოლიტიკისა. ახლა, მეგობრებო, ერთი გამამხნევებელი ხმა გავაგონოთ და ვუთხრათ მთავარი სათქმელი - წადი!“ - განაცხადა მშვენიერაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან, რითაც აქციის მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები 30 წელია დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, ბოლო თვეების განმავლობაში კი, ყველა ფარული ბრძოლის თვითმხილველი გახდა.

„ვნახეთ, როგორ მიდიოდა ფარული ბრძოლა ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა სწორედ ამ შენობიდან მომდინარეობდა, ამიტომ ვართ დღეს, აქ.

აქვე ვამბობ, არავინ ერჩის პოლიციას და არავინ არის მათი მოწინააღმდეგე. დარწმუნებული ვარ, პოლიციელთა 80%-ზე მეტი იმავე მოთხოვნით არის, რითაც ჩვენ ვართ. „ქართული ოცნების“ ოფისთან არც მოვსულვართ იმისათვის,რომ აქ ვინმე დაგველაპარაკოს. ჩვენ ვისაც დაველაპარაკებით ეს იქნება ბატონი ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ შენობა არის სიმბოლო იმ დაწესებულებისა, სადაც იგეგმებოდა მიზანმიმართული პოლიტიკა, რამაც განაპირობა ყველა ჩვენგანის ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დატოვება.

ჩვენი ბრძოლა, აქ ყოფნა უნდა იყოს პრინციპული, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ, არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი. ეს ადამიანები ჩვენგან არ იმსახურებენ აუგ მოქმედებებს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევროდეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს
ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნა
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საჭიროა, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის ანალოგიური საქართველოშიც არსებობდეს
გია ცაგარეიშვილი: ნიშანდობლივია, რომ ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წაღებული იყო ჩვენი სასამართლოებიდან სტრასბურგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას ვერ მიაღწია
არქივი