შამილ ქორთოშიძე გუდაურის ტრაგედიაზე: მომხდარს ვერც ეკიპაჟის შეცდომას დავარქმევთ და ვერც ტექნიკის გაუმართაობას - სავარაუდოდ, ქარის გამო მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
198 30 ივლისი 2022, 13:54
სასაზღვრო ავიაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შამილ ქორთოშიძემ, გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პირველთან“ ისაუბრა. ის ვარაუდობს, რომ ტრაგედიის მიზეზი ქარი გახდა.

„ზაზა ლორიას, რომელიც შვეულმფრენს მართავდა, ფრენისა და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის 32-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. მომხდარს ვერც ეკიპაჟის შეცდომას დავარქმევთ და ვერც ტექნიკის გაუმართაობას. ალბათ, ქარის ფაქტორმა იმოქმედა. იმ ტერიტორიაზე, სადაც პარაპლანისტი იყო ჩავარდნილი, შვეულმფრენი კლდესთან ახლოს იყო. როცა სამაშველო ოპერაცია უნდა დაეწყოთ, ჩემი აზრით, ამ დროს ქარი შეიცვალა და რომ დაუბერა, შვეულმფრენი შეატრიალა, კუდით დაეტაკა ამ კლდეს. შეჯახების შემდეგ ინერციით გადმოაგდო უკან, კუდის მხარე და დაიწყო ბზრიალი. ამ დროს, მფრინავი შეეცადა შვეულმფრენის გაჩერებას და ეს დაზიანებული კუდი რომ იყო, გადატყდა. კადრშიც ჩანს, რის შემდეგაც ვერტმფრენი უმართავი გახდა“, - აღნიშნავს შამილ ქორთოშიძე.

მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა.

„არსებობს ე.წ. შავი ყუთი, სადაც იწერება შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან ლაპარაკი და მიზეზი იქიდან გაირკვევა. ვიდრე კომისია არ დაასრულებს მუშაობას, ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება“, - ამბობს ქორთოშიძე.

კითხვაზე, საბჭოთა წარმოების ვერტმფრენი „მი 8“ სამაშველო ოპერაციებისთვის მოუხერხებელი ხომ არ არის, ქორთოშიძე პასუხობს, რომ „მი-8“-ს საქართველოს პირობებში ანალოგი არ აქვს და ძლიერი შვეულმფრენია.

„ასევე, გამორიცხულია, რომ ვერტმფრენი გაუმართავი ყოფილიყო. ზაზა ლორია არამხოლოდ ეკიპაჟის მეთაური იყო, არამედ ფრენების დარგში სამმართველოს უფროსის მოადგილე და დიდი გამოცდილება ჰქონდა“, - ამბობს შამილ ქორთოშიძე.

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი