"სუპერ პუმას“ სამაშველო ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა, სააკაშვილმა საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 01 აგვისტო 2022, 19:54

"სუპერ პუმას“ სამაშველო ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა, სააკაშვილმა საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „იყენებდნენ თუ არა „სუპერ პუმას“, რომელიც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შეიძინეს“.

როგორც კობახიძე განმარტავს, „სუპერ პუმას“ პარამეტრები არ იყო განკუთვნილი სამაშველო ოპერაციისთვის და „მთავარია, რომ არაექსპერტებმა არ სცადონ ექსპერტული აზრების ფრქვევა“.

„როგორც ვიცი, „სუპერ პუმას“ სამაშველო ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა. ე.წ. ლუქსის ვერტმფრენები იყო, რომელიც სააკაშვილმა საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა. „სუპერ პუმას“ პარამეტრები არ იყო განკუთვნილი სამაშველო ოპერაციისთვის და ვერც იქნებოდა. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას კიდევ უფრო დააზუსტებს. მე რანაირად გითხრათ, რამდენი ვერტმფრენია საჭირო და რამდენი უნდა იყიდოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამაზე შესაბამისი უწყება გააკეთებს განმარტებას. მთავარია, რომ არაექსპერტებმა არ სცადონ ექსპერტული აზრების ფრქვევა საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა კობახიძემ.

როგორც კობახიძე განმარტავს, ვერტმფრენებთან დაკავშირებით „მთელი საქართველო გახდა ექსპერტი“. მისივე თქმით, არაექსპერტებს შეუძლიათ საკუთარი „ექსპერტული აზრები გაავრცელონ, მაგრამ ეს ვერ იქნება დამაჯერებელი“.

„მთელი საქართველო გახდა ექსპერტი. სინამდვილეში ამ სფეროში ექსპერტული ცოდნა აქვს შესაბამის უწყებებს. ამ უწყებამ განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ყველაფერი განუმარტა. ყველაფერი დღესავით ნათელია. არაექსპერტებს შეუძლიათ საკუთარი ექსპერტული აზრები გაავრცელონ, მაგრამ ეს ვერ იქნება დამაჯერებელი.“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერტმფრენების - „სუპერ პუმას“ და ვერტმფრენ „მი – 8“-ს გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული 2 „სუპერ პუმა“ 2011 წელს სამაშველო ფუნქციებისთვის იყო შესყიდული საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ „სუპერ პუმის“ გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში - ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად.

შსს-ს ცნობითვე, ვერტმფრენი „მი – 8“ გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
არქივი