სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად უნდა იქნას მიღებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 03 აგვისტო 2022, 19:48

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად უნდა იქნას მიღებული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მიიღებს.

„ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოპოზიციასთან ერთად. პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას 90 ხმა სჭირდება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე. დღეს ვერცერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გასდის.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურის შესახებაც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
ირაკლი კობახიძე: საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს მოსკოვში, დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება წერილობით გადასცა
არქივი