მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - იმედი არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
298 03 აგვისტო 2022, 20:12

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევრო რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ ჩართვა რეკომენდაციების საბოტაჟია.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია, რომ აღნიშნული საქმე აკეთოს და დამატებით მოდელირებული ჯგუფები ამას ვერ გააკეთებენ.

„ეს არის ევრორეკომენდაციების საბოტაჟი. როგორც არ უნდა შეფუთონ, საბოტაჟს ჰქვია საბოტაჟი. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ სამივე პარტია პარლამენტში გამიჯნულია ამ პროცესისგან, ეს არის საბოტაჟის ლუსტრაცია და ამას სხვანაირი შეფასება ვერ ექნება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აღნიშნულ ნაწილს სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მდარე პიარით უნდათ, დაალაგონ და შეფუთონ ევრორეკომენდაციების საბოტაჟი. პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია, რომ ეს საქმე აკეთოს და დამატებით მოდელირებული ჯგუფები ამას ვერ გააკეთებენ. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში. გარეთ რაღაცებს რომ გააკეთებენ მხოლოდ პიარის საფუძვლად, ეს აღარ ჭრის, რადგან ყველა ყველაფერში გაერკვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი