ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - არ სურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, ოპოზიციაზე დამოკიდებული, ისინი დღემდე საბოტაჟის რეჟიმში არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 03 აგვისტო 2022, 20:16

 სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, ოპოზიციაზე დამოკიდებული, ისინი დღემდე საბოტაჟის რეჟიმში არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა.

„აქედან ჩანს, რომ მათ არ სურთ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს არის მათი სურვილი და ნება. აქედან გამომდინარე, ალბათ, იგივე რეჟიმში გააგრძელებენ მოქმედებას. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ, ჩვენი ამოცანაა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

გარდა ამისა, კითხვაზე, თუ როგორ გადაინაწილებენ პოლიტიკურ სპექტრს მმართველი გუნდი და პარტიიდან წასული დეპუტატები, კობახიძე განმარტავს: „ ჩვენ არაფრის გადანაწილებას არ ვაპირებთ. გადანაწილებას საზოგადოება აკეთებს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები იქნება და საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევროდეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს
ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნა
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საჭიროა, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის ანალოგიური საქართველოშიც არსებობდეს
გია ცაგარეიშვილი: ნიშანდობლივია, რომ ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წაღებული იყო ჩვენი სასამართლოებიდან სტრასბურგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას ვერ მიაღწია
არქივი