ომბუდსმენი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება - რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 05 აგვისტო 2022, 13:31

რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას - 7 დეკემბერს გასდის ვადა და, საბოლოოდ, შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული.

„წინა ქსენოფობიური კამპანიის დროს, რომელიც აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, 10 დღე დასჭირდა ნინო ლომჯარიას, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. ეს ადამიანი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება. რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას. 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს იყოს პოლიტიკოსი და გახდება კიდეც დეკემბერში ალბათ, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი სახალხო დამცველი ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებით უნდა აირჩეს.

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი. სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბერში. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის მას კენჭს“, - აღნიშნა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, ადამიანები და არა ადამიანი
საქართველოს ევროპული გზა, დასავლური ინტეგრაცია არ გადის სიმართლის დამალვაზე და იმაზე, რომ ელჩებმა მართონ ქვეყანა
ოზარ სუბარი: არ უნდა წყვეტდეს რომელიმე ქვეყნის ელჩი, რას და როგორ კანონს მიიღებს საქართველო, ეს ქვეყნის სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა
თსუ - უნივერსიტეტის ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისების ფაქტზე სამართალდამცავ სტრუქტურებს თავად უნივერსიტეტმა 2022 წლის მარტში მიმართა
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზირებული იქნება
არქივი