რატომ უკვირთ, რომ იქ, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 05 აგვისტო 2022, 15:04

ქსენოფობია, მით უმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ მიუღებელია - თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახალხო დამცველს მომართოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმდინარეობს.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ბუნებრივია.

„ქსენოფობია, მით უმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. თუ დავინახავდით, რომ ასეთი პრობლემა არსებობდა, სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა, გამოეხმიანება და დაგმობს.

თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, მაშინ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახალხო დამცველს მომართოს და ჩვენ შეგვიძლია ეს საქმე შევისწავლოთ. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ვერ დავადასტურებ. ჩვენ არაპოპულარულ თემებზე განცხადებების გაკეთება არასოდეს მოგვრიდებია, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობია არის.

ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების და მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ? ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს და თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მისივე კუთვნილ მედიასაშუალებებსა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია აქვთ წამოწყებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
„მამარდაშვილი ეროვნული გმირი“ - საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს
საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
გივი მიქანაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევროდეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს
არქივი