გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ - დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 05 აგვისტო 2022, 16:37

"გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ - დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია, - ასე პასუხობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე "მოქალაქეების“ და „გირჩის“ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში თავის დროზე არ უნდა მოსულიყო იმიტომ, რომ „გააუბედურა ეს ქვეყანა და ბნელი წარსული, ბნელი ისტორია დაუტოვა“.

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ - დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია, არასერიოზული განცხადებაა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს თუ არ წავიდეს, ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა, მისი გადასაწყვეტია. მე რომ მკითხოთ, თავის დროზე არ უნდა მოსულიყო მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, იმიტომ, რომ გააუბედურა ეს ქვეყანა - ბნელი წარსული და ბნელი ისტორია დაუტოვა ამ ქვეყანას. ჩემო დამოკიდებულება ესაა. „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ჭკუაზე ივლის სააკაშვილი-თქო, ალბათ, ამ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
არქივი