კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 05 აგვისტო 2022, 19:28

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა  დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იაღაღით დაჭრა.

  გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი ნიკოლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.

„52 წლის მამაკაცი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი გალდავა დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი