ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამირან გამყრელიძე ტოვებს თანამდებობას, მის მოვალეობას თამარ გაბუნია შეასრულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 05 აგვისტო 2022, 20:13

 ბატონ ამირანს, მოგეხსენებათ, დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა  ზურაბ აზარაშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამირან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მსგავსი საუბარი გუშინ ნამდვილად გვქონდა. უახლოეს დღეებში ის შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს სამინისტროს და ქალბატონი თამარ გაბუნია იქნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამ ეტაპზე, ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან წასვლა კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან.

„ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს ამ თანამდებობას და ასპარეზს უთმობს უკვე სხვა ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მენეჯმენტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რამაც თვისობრივად შეცვალა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან - უკვე ვიცით, რომ გარდაუვალია საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე
ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
არქივი