ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 06 აგვისტო 2022, 00:23

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:

ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.

შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.

საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა. რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ კი, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე - რაც ვნახე, მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე, მაგრამ პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ ყოფილა
მამუკა მდინარაძე: ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. იმ ხალხთან ჩამოდიო ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, მართლა რომ ჩავიდე და ვიღაცამ რაღაცა ქნას, რადგან ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება აქციაზე, მერე რას შვრებით ხალხო?
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ ხვალაც გაგრძელდება
დიმიტრი გვრიტიშვილი - მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში, მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები
არქივი