14 წლის წინ, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ათასზე მეტი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი დღემდე რჩება რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 07 აგვისტო 2022, 23:52

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი, საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„14 წლის წინ, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ათასზე მეტი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში.

ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი დღემდე რჩება რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ. ამ ვითარების ფონზე, რუსეთი კვლავ უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფაა.

ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად, ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.

საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის ერთგული. ჩვენი მთავრობა განუხრელად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.

ამ პროცესში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უმნიშვნელოვანესია. აშშ უკვე ათწლეულებია საქართველოს გვერდით დგას, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ.

აშშ-ის კონგრესი მუდმივად გამოხატავს ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მათ შორის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტით. კონგრესის მიერ ინიცირებული შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, სენატორი ჯინ შაჰინისა და სენატორიი მიტ რუმნიის    ავტორობით    ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობას.

ჩვენი ახალი ინიციატივები, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში, ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მზარდ თანამშრომლობას.

საქართველოში ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, აშშ-თან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება უმნიშვნელოვანესია. აშშ-ის ჩართულობა რეგიონში, ამერიკული ინვესტიციების ხელშეწყობა, ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა აუცილებელია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნა საქართველოში აშშ-ის ინტერესების მკაფიო გამოხატულება და საქართველოსა და რეგიონში აშშ-ის ჩართულობის მტკიცე გზავნილი იქნება.

მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, არ დაუშვებს რუსეთის მიერ სუვერენული ერების დასჯას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და დღეს შექმნილი კრიზისიდან უფრო ძლიერები და ერთიანები გამოვალთ“, - აღნიშნავს ელჩი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნა
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საჭიროა, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის ანალოგიური საქართველოშიც არსებობდეს
გია ცაგარეიშვილი: ნიშანდობლივია, რომ ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წაღებული იყო ჩვენი სასამართლოებიდან სტრასბურგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას ვერ მიაღწია
გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ჩვენ კარიდან გავაგდეთ, ახლა ლამობენ, რომ „ვეტინგის“ საშუალებით ფანჯრიდან გადმოგვიძვრნენ
შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
არქივი