მედვედევი - თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო, რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 08 აგვისტო 2022, 15:17

თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო, რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეშვა ის ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება.

მისი თქმით, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებმა რუსეთს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს და მან სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

„თუ არსებობს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ როცა გამოსავალი არ არის, ძალით უნდა უპასუხო. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, რითაც ჩაშალეს ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესები და ჩვენ სამხედრო ინტერვენცია განვახორციელეთ.

თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო. ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია „დემოკრატიისა“ და „ჰუმანიზმის“ შესახებ საკუთარი გაგება და მთელი ერის განადგურების ფასად ძალით დაებრუნებინა ის საქართველოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეტოვებინა ის ხალხი ნაწილებად დასაგლეჯად.

რუსეთს არ შეეძლო, ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დავიცვათ ისინი სააკაშვილის აგრესიისგან, მივიღეთ მთავარი - მშვიდობა“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული და ამას კარგად აცნობიერებენ საქართველოს ხელისუფლებაში, ამიტომ, ისინი დაპირისპირებაში არ შევლენ ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია.

„რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოსცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია“, - აღნიშნა მედვედევმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი