ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 09 აგვისტო 2022, 00:52

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში გააკეთა.


მისი თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგანაც რუსებს სხვების მიწები მიაქვთ“. ზელენსკის განცხადებით, „რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან“.


„რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ მათ, წავიდნენ რუსეთში. მაშინ ისინი მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ, ამ ომს ჩემთან რა საქმე აქვს. მთელი მოსახლეობა ვერ აგებს პასუხს, ეს შესაძლებელია? კი შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან, არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ამბობთ, რომ მთელი სამყარო თქვენი წესებით უნდა ცხოვრობდეს. მაშინ წადით და იცხოვრეთ რუსეთში. ეს ერთადერთი გზაა პუტინზე ზემოქმედებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, ადამიანები და არა ადამიანი
საქართველოს ევროპული გზა, დასავლური ინტეგრაცია არ გადის სიმართლის დამალვაზე და იმაზე, რომ ელჩებმა მართონ ქვეყანა
ოზარ სუბარი: არ უნდა წყვეტდეს რომელიმე ქვეყნის ელჩი, რას და როგორ კანონს მიიღებს საქართველო, ეს ქვეყნის სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა
თსუ - უნივერსიტეტის ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისების ფაქტზე სამართალდამცავ სტრუქტურებს თავად უნივერსიტეტმა 2022 წლის მარტში მიმართა
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზირებული იქნება
არქივი