ევროკომისია - რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 11 აგვისტო 2022, 17:52

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო, პირველ რიგში, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადგნენ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დეტალური რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისადმი „რუსეთთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ნაწილობრივი შეზღუდვის შესახებ“ გადაწყვეტილების გამოყენების შესახებ. წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაშია, განიხილოს თითოეული განაცხადი და უარი თქვას საზოგადოებრივი წესრიგის, ან შიდა უსაფრთხოების საფუძველზე“, - განაცხადა ჰიპერმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ევროკომისია რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტას.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა კიდევ ერთი პრობლემის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის ის ფაქტი, რომ ბევრი საკონსულოს მუშაკი გააძევეს რუსეთიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადების განხილვის პროცესს", - განაცხადა ჰიპერმა, თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის დონეზე მიმდინარეობს დისკუსიები წევრ ქვეყნებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყონ, რომ ყოველთვის იყოს ადამიანთა კატეგორია, რომლებზეც ვიზები გაიცემა ნებისმიერ შემთხვევაში: ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ან დისიდენტებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა; პროექტის დაინიცირებისას აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
არქივი