ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 11 აგვისტო 2022, 17:56

ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „თუ ხელისუფლება არ დაამხეს სხვანაირად რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება“.

ზურა ჯაფარიძეზე აზრი მყარად მაქვს ჩამოყალიბებული. ეტყობა, ჩახდილი შარვალი ამოიცვა, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ჩაიხადა და ახლა აპირებს ხელისუფლების გადატრიალებას. ისე არ აუდგეს გვერდები შარვალჩახდილ ჯაფარიძეს, რომ მან ამ ქვეყანაში ვინმე გადაატრიალოს. დავესესხები გარდაცვლილ შევარდნაძეს, ვინმეს გადატრიალება თუ უნდა, საკუთარ საწოლში გადატრიალდეს. ჯაფარიძის შეფასება ოპოზიციის ნაწილზე უნდა გადააფასოს ცაგარეიშვილმა? ბატონი ჯაფარიძის კომენტატორი არ ვარ. ეს ადამიანი, რომელიც დღეს გამოდის ხელისუფლების დამხობის მოწოდებით, საბოტაჟი, არეულობა, ადმინისტრაციული შენობების შტურმი, ეს ყველაფერი ხელისუფლების დამხობაა. თუ ხელისუფლება არ დაამხეს სხვანაირად რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან პროტესტი გაძლიერდება.

„მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ და, ცხადია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება, სისხლისღვრა
ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის მადლობის გადახდა სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია ეს გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს
ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო
პროკურატურამ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი