საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 11 აგვისტო 2022, 18:59

საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში არსებული პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები – სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidya ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და “პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა ახვლედიანი: ჩვენ გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე
დავით ქართველიშვილი: უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამომცემლობა „Инсайдер UA“-მ მოიყვანა საინტერესო მონაცემები: 2023 წელს ქვეყნის კაზინოებში უკრაინელებმა წააგეს 400 მილიონი გრივნა
ზელენსკი: უახლოეს თვეებში რუსეთი დიდ შეტევას დაიწყებს
უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
„მამარდაშვილი ეროვნული გმირი“ - საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს
არქივი