წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 11 აგვისტო 2022, 19:05

ჩვენ დეტალურად აღვწერთ ფაქტებს, რომელიც ბოლო სამ წელიწადში არსებობდა კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუდან გამომდინარე, რომელიც „ფორმულას“ მისცა. როდესაც „ფორმულას“ დამფინანსებელი არის ოლიგარქი და ოლიგარქიაზე გვესაუბრებიან ევროპარლამენტიდან და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და არგამიჯვნა იმ პროცესების, რაც წერილში მოყვანილია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტით მოქმედება უნდა დასრულდეს.

„კითხვებზე პასუხი ნამდვილად ვერ მივიღეთ, ეს სამწუხაროა. თუმცა, გამოიკვეთა მთელი პროცესი. კიდევ ვხედავთ საშიშროებას და ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, გინდა თუ არა ახლა ხელში იარაღი აიღე და ომში ჩართე. მთელი ეს პროცესი, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე იყო, აღწერილია წერილში, თუ რა ვნებათაღელვა იყო სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ეხება 20 ივნისის თემას, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის წარმოჩენას და ეს ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება პროპორციული არჩევნების თემატიკასთან, სადაც 120/30-ზე იყო. აქ ყველაფერი იმის და მიუხედავად, რომ თითქოს ზედაპირულად ჩანდა, რომ ინსტიტუციების გასაძლიერებლად კეთდება ეს ყველაფერი, პირიქით იყო მიმართული. ხელოვნურად კეთდებოდა პოლიტიკური პარტიების და მესამე სექტორის მიერ და სწორედ ამაში ვგულისხმობთ ამერიკის საელჩოს როლს, რომელიც პირდაპირ მფარველობს ამ ადამიანებს. დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადება დღეს გაავრცელეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას
კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
კახა კალაძე რეზოლუციაზე: იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას
არქივი