კახა კალაძე: თუ ვიღაც რაიმეს არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით დააპირებს, კანონის ფარგლებში, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს - არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 11 აგვისტო 2022, 21:10

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებების რევოლუციური სცენარებით შეცვლის დრო დასრულებულია და ყველა, ვინც ქვეყანაში არეულობის შემოტანას კანონსაწინააღმდეგო გზით ეცდება, კანონის შესაბამისად დაისჯება.

„ეს ყველაფერი [ხელისუფლების შეცვლა] არჩევნების გზით მოხდება. სხვა საკითხებს რაც შეეხება - თუ ვიღაც რაიმეს არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით დააპირებს, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს, კანონის ფარგლებში. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს“, - აცხადებს კახა კალაძე.

ქართული ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის პარალიზებისთვის ემზადება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლასაც აანონსებენ. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, რადიკალები რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ. მმართველ გუნდში რევოლუციაზე მეოცნებეებს ურჩევენ, რეალობას დაუბრუნდნენ და 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
არქივი