სოზარ სუბარი - პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, როგორ ხდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ მომხდარიყო ორი პოლიტიზებულად აღქმული საქმის განხილვა და ამ დამნაშავეების ციხიდან გამოშვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 12 აგვისტო 2022, 20:22

ვერანაირი ოპოზიცია და მით უმეტეს, გაკოტრებული ოპოზიცია ვერ მოახერხებდა იმას, რომ თუნდაც, უგულავა-ოქრუაშვილის გამოშვება და სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფა მომხდარიყო იმის გამო, რომ რომელიღაც გაკოტრებული ოპოზიციური პარტია ამას ითხოვდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, როგორ ხდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებაზე ზეწოლა.

„შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, მთელი საქართველო კია არა, მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ ხდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლა, როგორ ჩაიწერა დოკუმენტში, მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომ მომხდარიყო მინიმუმ ორი პოლიტიზებულად აღქმული საქმის განხილვა და ამ დამნაშავეების ციხიდან გამოშვება. მეტი ზეწოლა და ფაქტი რაღა უნდა იყოს, ამ ფაქტების უარყოფას ვერ ახდენს ვერცერთი ოპოზიციონერი, ისინი უბრალოდ გადასული არიან უსაგნო ლანძღვაზე იმიტომ, რომ მათ აღარაფერი აქვთ სათქმელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი