183
14 აგვისტო 2022, 18:13

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე დიმიტრი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
მანამდე, ენერგოდარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ქალაქის ქუჩებში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |