ვახტანგ გომელაური - გოგაშვილთან კომუნიკაცია რომ არ მქონია, ეს 100-პროცენტიანი ვიცი, არანაირი მუქარა, მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტის, ეს სასაცილოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 19 აგვისტო 2022, 15:27

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გოგაშვილთან "ჩვეულებრივი ურთიერთობა" ჰქონდა და მათ შორის დაძაბულობა არ ყოფილა.

„არ დამირეკავს, არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა. არანაირი მუქარა, მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტის, ეს სასაცილოა.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. მას შემდეგ რამდენიმე ხანი პარტიაში იყო. მას შემდეგ ჩემთანაც ყოფილა ოჯახში. არანაირი დაძაბული ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია. რჩევაც უკითხავს.

შეიძლება ათჯერ გაიყვანეს საშხაპეში, არ ვიცი. მე არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა. სად გაიყვანეს საშხაპეში თუ სხვაგან, ეს ჩემი დაწესებულება არ არის, მაგრამ მე რომ მასთან არ დამირეკავს, კომუნიკაცია რომ არ მქონია, ეს 100%-იანი ვიცი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ 28 ივლისს, ციხეში ის საშხაპეში გაიყვანეს და მას შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა. გოგაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურს და მას შორის ხმამაღალი და დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც შს მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა და რასაც ეტყოდნენ, იმას არ გააკეთებდა მას გაანადგურებდნენ და "ოჯახს ამოუწყვეტდნენ".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი