სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსის და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 19 აგვისტო 2022, 15:46

სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსის და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დამხარების ჯგუფებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კასპის კლინიკურ საავადმყოფოში გადიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაზე მძიმეა სამგაზვრო მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიკროავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავტობანზე ავარია მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი