საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 19 აგვისტო 2022, 18:15

საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ხიდი იქნება ძირითადი გამშვები პუნქტი და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„აღნიშნული ხიდის პროექტი განხორციელების თვალსაზრისითაც უნიკალურია, ვინაიდან აშენდა ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად და შესაბამისად, კარგი მაგალითია, როგორ ვითარდება ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და ძმობა“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ახალი საავტომობილო ხიდი დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონზე: გავა დრო და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენი ოპონენტები
გიორგი წერეთელი: ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბისთვის კეთდება საევაკუაციო გვირაბიც - ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ნინო წილოსანი ევროპარლამენტართა ჯგუფის დაინიცირებულ რეზოლუციაზე: აქ არის სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომ პოლიტპატიმარია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქად მოხსენიებული, ეს ცხადყოფს, რა სახის რეზოლუციასთან გვაქვს საქმე
ნინო წილოსანი: მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის
ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საზოგადოება არაფერს ნიშნავს, ასე ხედავდნენ ისინი ადამიანებს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დღესაც ასეთია მათი დამოკიდებულება
არქივი