პლებისციტის იდეა არ იყოს სარკაზმი, ეს იყო მომზადება ნეიტრალიტეტის იდეისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 16 სექტემბერი 2022, 12:30
პლებისციტის იდეა არ იყოს სარკაზმი, ეს იყო მომზადება, მაგრამ აქაც გაერთნენ თამაშში ეს ბრიყვი ბავშვები - რუსებმა ეს იდეა პირიქით აღიქვეს და ამიტომ მოხდა ამ თემის უკან წაწევა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული წინადადების დაყენება სინამდვილეში ნეიტრალიტეტის იდეის მომზადებაა.

„როდესაც გერმანიაში გამოდიოდა ღარიბაშვილი, პარალელურად მისი პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა, პლებისციტი ჩავატაროთო. თუთიყუშებივით იმეორებენ უმრავლესობაში ამ იდეას, ეს არ იყოს სარკაზმი. ეს იყო მომზადება. ამაზე მართლა ფიქრობდნენ ესენი, უბრალოდ მოხდა სხვა რაღაც. აქაც გაერთნენ თამაშში ეს ბრიყვი ბავშვები. რუსებმა ვერ გაიგეს - რუსეთის ხელისუფლებაში შემდეგი წარმოდგენაა - საქართველოში გვყავს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ მკაფიოდ იციან, რომ მოსახლეობაში აქ რუსის ჩექმა არავის უნდა. პლებისციტის იდეა გაიგეს შემდეგნაირად - რომ თუ ხალხს კითხავენ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ომი გინდა? ხალხმა შეიძლება თქვა, რომ კი, მინდა და რუსეთმა მიიღოს მანდატი, ვალდებულება ომის. ასე, პირიქით აღიქვეს. პროვინციული ჭიაღურული პოლიტიკაა, რომელსაც არანაირი განზომილება და ხედვა არ აქვს, რომ მათმა ნათქვამმა შეიძლება სარკისებურად განსხვავებული აღქმა მოიტანოს, მათ შორის მათ რუს პარტნიორებში. ამიტომ მოხდა ამ თემის უკან წაწევა, რომ ვერ გაერკვნენ. სინამდვილეში ეს იყო ნეიტრალიტეტის იდეის მომზადება, რა სიტყვასაც ვერ ახსენებენ. ეს არის ისტორიულად დამძიმებული სიტყვა და საქართველოს მოქალაქეებს მიუღებლობა აქვთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, უგულავას თქმით, ვითარებას, რაშიც დღეს საქართველოა, „სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა ჰქვია“.

„სიტყვები, რაც გერმანიაში თქვა, იყო სადღეგრძელო და მის უკან არაფერი დგას. ვხედავთ ვითომ სწორედ დალაგებულ ნარატივს, რომელსაც უგერგილოდ, შაბლონურად იმეორებდა. ამათი მთავარი პრობლემა არის ზუსტად ის, რომ ჰგონიათ, მიამიტები არიან და იმათ ადვილად მოატყუებენ. იმბეცილს, პრემიერ-მინისტრი რომ ჰქვია, დარწმუნებული ვარ, ჰგონია, რომ გერმანელები მოატყუა სიტყვებით - ოპოზიციასთან ინკლუზიურად ვმუშაობთ, გავაღეთ ყველა კარი. რეალობა აბსოლუტურად სხვაა - რეალობა არის ის, რომ უმრავლესობამ წამოიწყო ადამიანებისთვის და მოქალაქეებისთვის დამამცირებელი თამაში, რასაც ვითომ „ოთხეული“ ჰქვია. გუშინ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო აბსოლუტურად მკაფიო პასუხი აშშ-ის ელჩისგან. დიპლომატიური ენის გარეთ გასვლაცაა, როდესაც საუბარია, რომ მკაფიოდ არ ემიჯნება მმართველი პარტია [ოთხეულს] და ეს უკვირთ და აშფოთებთ ამერიკის მთავრობაში. დიპლომატიურადაა ნათქვამი, რომ ის ოთხი კაცი ჩვეულებრივად უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც საყეფად გამოყარეთ და სინამდვილეში ეს არის ერთი ორგანიზმის ორი ხელი. შეკრებაზე ერთად ვნახეთ, დამალული არაფერია. ეს კლასიკური რუსი ოლიგარქის დამოკიდებულებაა დასავლეთის მიმართ. ივანიშვილს ჰგონია, რომ ღარიბაშვილის გერმანიაში ბოდვებით, რომ ოპოზიციის ინკლუზიას აკეთებს, ან იმით რომ „ოთხეული“ გავა პარტიიდან, ვაშინგტონში მიხვდებიან, რომ ეს სხვა ხალხია და ივანიშვილი სხვა - ასეთ პრიმიტივებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიმანი სრულად არის გაწმენდილი, მადლობა ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარისკაცებს. დიდება უკრაინას!
საგარეო უწყება - ავსტრიაში, ირლანდიასა და ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულებმა ეკონომიკის, ტურიზმის და ბიზნეს სფეროში საქართველოდ დიდ პოტენციალზე ისაუბრეს
შსს - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს
სალომე ზურაბიშვილმა ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა გახსნა
ნატოს წევრი ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი