როგორ მფარველობდა შს მინისტრი გახარია ნარკობიზნესს ბასიანში - რა მოხდა ღამის კლუბეში რეიდის დროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
681 16 სექტემბერი 2022, 18:24
გახარიას გუნდი და მომიტინგე ბასიანელები ერთ სცენარს ათამაშებდნენ, ერთ ნავში ისხდნენ და ერთ ნარკოტიკს ჰყიდდნენ - ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილი საკუთარ ფბ გევრდზე წერს. 

ის იმ დღეს იხსენებს, როცა ღამის კლუბებში შსს-მ ღამის რეიდი მოაწყო. რეიდს რუსთაველის წინ აქციები მოჰყვა, რომელიც მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი სიტყვით - ბოდიში - ჩაახშო. მოგვიანებით, იმავე ადგილას პრემიერ კვირიკაშვილს ბოთლები დაუშინეს. 

საბოლოოდ, შს მინისტრმა პრემიერის პოზიცია დაიკავა, პრემიერი სახლში გაუშვეს, ღამის კლუბებში კი არავინ დაუჭერიათ. 

გაუგებარი გახდა რა და რისთვის მოხდა. ლადო საღობელაშვილი სწორედ ამ მოვლენებს ერთმანეთს აკავშირებს და გიორგი გახარიას ნარკობიზნესთან კავშირში ამხელს:


„- სიმართლე გითხრათ გახსენებაც არ მინდოდა იმ პერიოდის და არც იმ „კანალიზაციაში ქექვა“ მაინტერესებს, მაგრამ რადგან “ ოცნებიდან” წასულმა ოთხეულმა გახარიას მიერ შსს-ს დისკრედიტაციაზე განცხადება გააკეთა მეც ჩავთვალე საჭიროდ ჩემი სათქმელი მეთქვა ანუ რა ლაითმოტივი დასდევდა ღამის კლუბებში დაგეგმილ სპეცოპერაციას.

- ეს ის პერიოდია როდესაც ბნი გახარია ახლად დაინიშნა შსს-ს მინისტრად, ამ დროს ბნი გიორგი ფრთებს შლიდა, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი კადრების ჩასმას და ეტაპობრივად გზას პრემიერობისკენ იკვლევდა. (ამ პერიოდს უკავშირდება გოგაშვილსა და გახარიას შორის დაძაბულობაც,

თავის მხრივ გოგაშვილს ახლო კომუნიკაცია აქვს “მარშის” ლიდერთან, რომელიც გოგაშვილთან შეთანხმებულად მოქმედებებს. მარშის ოფისში არა ერთხელ გაისმა ღია ბრალდება გახარიასა და მისი გუნდისადმი, კერძოდ ის რომ აღნიშნული პირები ხელს აფარებენ ნარკოტიკების გავრცელება-გასაღებას ღამის გასართობ კლუბებში. )

- პარალელურ რეჯიმში მედიით ხშირად ვრცელდება სავალალო სტატისტიკა ღამის კლუბებში ახალგაზრდების ნარკოტიკული საშუალებებით( ინტოქსიკაციით) გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასევე ხშირი იყო საავადმყოფოში რეანიმაციაში მოხვედრილთა შემთხვევები. მრავალი გადაცემაც კი მიეძღვნა შავ ბაზარზე ახლად გაჩენილ ნარკოტიკებით გამოწვეულ სიკვდილიანობის თემას.

- მოგეხსენებათ თბილისი პატარა ქალაქია ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის, ზოგს რომ დამალული ჰგონია ეგრე არ არის. ხო და მაშინ თბილისში ელვასავით გავარდა ხმა, რომ ახლად დანიშნული მინისტრი გახარია და მისი გუნდის წევრები (მეზვრიშვილი, საბანაძე და ა.შ) კრიშავენ სწორედ იმ სინთეტიკურ ნარკოტიკს რომელმაც კლუბებში ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა. (გახსოვთ ალბათ ის პერიოდი როდესაც მედიაში გავრცელდა საბანაძის და ლევან ჯიბღაშვილის რესტორნის კადრები, ჯიბღაშვილი გასაღებაზე დააკავეს მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს და ამ პროცესს როგორც მედიაში გავრცელდა საბანაძე აფარებდა ხელს. ) შესაბამისად ჩვენც რამოდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა გადავწყვიტეთ იმ დროინდელ შსს-ს მინისტრის სახელზე განცხადება გაგვეკეთებინა სადაც ბნ გახარიას მოვუწოდებდით დაგეგმილიყო სპეცოპერაცია ღამის კლუბებში. „ქართული მარშის“ ოფისში გადაწყდა რომ გახარიას სახელზე უნდა გაკეთებულიყო განცხადებები რათა მინისტრი აგვეძულებინა შესულიყო ღამის კლუბებში და ვციტირებ „აელაგმა ნარკოტიკების დახლები“ წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მარში გახარიას საცხოვრებელ სახლთან მოაწყობდა აქციებს. სამწუხაროდ ჩვენს განცხადებას ქმედება არ მოჰყოლია,(განცხადებაც კი დავტოვეთ გახარიას სახელზე სამინისტროში) თუმცა ჩვენ სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში აღმოვჩნდით - კაციჭამიობის გარდა ყველაფერი დაგვაბრალეს... ჩვენი დაკავების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებით ხშირად ისმოდა გახარიას მიმართ ბრალდება, კერძოდ იმის მაგივრად რომ კლუბებში რეიდი განეხორციელებინა გახარიამ ახალგაზრდები დააკავა რომლებიც ბარიგების დაჭერას ითხოვდნენო, ამ საჯარო განცხადებებმა გახარია აიძულა დაეგეგმა ეწ ფარსი სპეცოპერაცია ღამის კლუბებში, რომელმაც რეალური დამნაშავეები ვერ გამოამჟღავნა ხოლო არაპროდუქტიულმა ოპერაციამ ჩირქი სცხო პოლიციის მუნდირს. გახსოვთ ალბათ რომ სპეცოპრაციის შედეგად დააკავეს ოფიციანტი გოგონა რომელიც ანალგინის აბებს ჰყიდდა ასევე დააკავეს დაცვის სამსახურის თანამშრომელი რომელსაც გასაღება ვერ დაუმტკიცდა. ასევე დაისაჯა რამოდენიმე სამართალ დამცველიც რომელზედაც გადატყდა წარუმატებელი სპეცოპერაციის ჯოხი. მოკლედ ასეთი დაუდევრობა შსს-ს არსებობის ისტორიაში არავის ახსოვს და ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ახლად დალაგებულ ნარკობიზნესს საფრთხე არ შექმნოდა! (რამაც საბოლოოდ დააზარალა პოლიცია და საზოგადოების თვალში წარმოაჩინა როგორც არაკომპეტენტური და „ბნელი“ ორგანო რომელსაც რეალურად არ სძალუძს დამნაშავეების გამოვლენა-აღკვეთა და მხოლოდ ნარკოტიკების ჩადებით არის დაკავებული)

- მერე იყო ის რომ ქუჩაში აქციაზე გამოსულ ბასიანელებთან მისულ კვირიკაშვილს ბოთლები დაუშინეს და დედა აგინეს, მერე მალე გადადგა, ხოლო ბოდიშის მოსახდელად მისულმა გიორგი გახარიამ გაპრემიერების შემდეგ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კანცელარიაში დაასაქმა და მას ახალგაზრდობასთან ურთიერთობაც ჩააბარა!

- აღნიშნული ქმედება საუბრობს ერთადერთზე რომ გახარიას გუნდი და მომიტინგე ბასიანელები ერთ სცენარს ათამაშებდნენ, ერთ ნავში ისხდნენ და ერთ ნარკოტიკს ჰყიდდნენ!“ - წერს სადღობელაშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ბოღმიან დამოკიდებულებას საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელიც პირდაპირ არ იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხალხი ეტყვის უარს 29 აპრილის შეხვედრაზე
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, ამავდროულად დაცული უნდა იყოს ოჯახი, მოზარდი თაობა ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან
ეკა სეფაშვილი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი მიზანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა
გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ეს თემა გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება, რომ როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, რაც თავიდანვე იყო გეგმაში ჩადებული
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახალგაზრდებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გუშინ კვლავ გააპროტესტეს
არქივი