მგონი, ვაჩვენე, როგორ ვეპყრობი პატიმრებს - რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია და მიტარებია საავადმყოფოებში, მეტი რა გავაკეთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 22 სექტემბერი 2022, 22:40
რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია და მიტარებია სავაადმყოფოებში, არ ვიცი, მეტი რა გავაკეთო, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მან აჩვენა, თუ როგორ ეპყრობა პატიმრებს.

„რაც შეეხება პატიმარს და პატიმრის მდგომარეობას, მე მეგონი, ვაჩვენე, როგორ ვეპყრობი პატიმრებს. რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია და მიტარებია სავაადმყოფოებში, მე არ ვიცი, მეტი რა გავაკეთო, იმიტომ რომ პატიმარი ჩემთვის არის ბორკილებიანი ადამიანი, სიწმინდე თავისებური. ამიტომ, დასვან კითხვები, რაც ჩემ ამჟამინდელ საქმიანობას ეხება, რაც მათ არ შეუძლიათ. დარბიან: დაანგრიე მზუემი - არ დავანგრიე, კი დანგრიეო, სად არის კბილი? - აქ არის კბილი და არის ერთი ამბავი, რა უნდა ელაპარაკო? - არ არის საინტერესო მათთან საუბარი“, - განაცხადა წულუკიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი