თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს - მიკროფონის ქურდად მე არ შევალ ისტორიაში, თქვენ კი შეხვალთ როგორც მარიანნა, რომელიც მკერდ-მოღეღილი ცდილობს ქუჩაში რევოლუციის მოხდენას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 22 სექტემბერი 2022, 22:54
ქალბატონო თამარ, მიკროფონის ქურდად მე არ შევალ ისტორიაში, თქვენ კი შეხვალთ ისტორიაში როგორც მარიანნა, რომელიც მკერდ-მოღეღილი ცდილობს ქუჩაში რევოლუციის მოხდენას ლეიბებზე და ვერ გადააყირავა ეს მთავრობა, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თამარ ჩარკვიანს.

„ქალბატონმა თამარ ჩარკვიანმა ბრძანა, თქვენ ისტორიაში შეხვალთ როგორც მიკროფონის ქურდიო, სამართლებრივად ამას ასე ჰქვია - მიკროფონის ქურდი, რომელმაც შემდეგ განზრახვაზე ხელი აიღო, ქალბატონო თამარ, რადგან ქონება დავაბრუნე და სხვათა შორის ქალბატონი ემა ამასწინათ ვნახე და ეს ჩემი ნაფოფინები მიკროფონი იყო უკვე დაგლეჯილი და სად დადის ეს ქალი, არ ვიცი, რომელსაც სხვათა შორის, გაუკვირდება და მე დიდ პატივს ვცემ.

ქალბატონო თამარ, მიკროფონის ქურდად მე არ შევალ ისტორიაში, თქვენ კი შეხვალთ ისტორიაში როგორც მარიანნა, რომელიც მკერდ-მოღეღილი ცდილობს ქუჩაში რევოლუციის მოხდენას ლეიბებზე და ვერ გადააყირავა ეს მთავრობა დღემდე, ასე შეხვალთ თქვენ ისტორიაში. თუმცა, დღეს დაბადების დღე ჰქონია ქალბატონ თამარს, ქალბატონო თამარ გილოცავთ დაბადების დღეს, თან საიუბილეო თარიღია, უბრალოდ, ამ ასაკში რატომ გადაწყვეტენ ხოლმე ადამიანები პოლიტიკაში შემოსვლას, არ ვიცი, მაგრამ დღეს არ ვაწყენინოთ. ხელმოცარული პოლიტიკოსია ქალბატონი თამარი და რაკიღა დღეს დაბადების დღე ჰქონია, აქ შევჩერდები, სანთლების ჩარქობამდე არ მოისმინოს, მერე მოისმინოს ჩემი გამოსვლა,“- განაცხადა



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიმანი სრულად არის გაწმენდილი, მადლობა ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარისკაცებს. დიდება უკრაინას!
საგარეო უწყება - ავსტრიაში, ირლანდიასა და ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულებმა ეკონომიკის, ტურიზმის და ბიზნეს სფეროში საქართველოდ დიდ პოტენციალზე ისაუბრეს
შსს - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს
სალომე ზურაბიშვილმა ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა გახსნა
ნატოს წევრი ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი