ვიღაცა ქუჩიდან რაღაცას დააბრეხვებს ერთ დღეს, მერე მეორე გამოდის და საერთოდ რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს, მესამე ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, აბსოლუტურად გაურკვეველია მათი ქმედებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 22 სექტემბერი 2022, 23:41
რაღაცების გათვალისწინება რომ მოხდეს, ელემენტარული მსჯელობა გაიმართოს, ამას სჭირდება პროცესში ჩართულობა. ვიღაცა ქუჩიდან რაღაცას დააბრეხვებს ერთ დღეს, მერე მეორე გამოდის და საერთოდ რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს, მესამე გამოდის და ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. აბსოლუტურად გაურკვეველია მათი ქმედებები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი live“-ში ისაუბრა.

„ჩვენმა გუნდმა არაერთხელ გამოთქვა სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ დავმსხდარიყავით, შეიძლება არავის სიამოვნებს ოპოზიციასთან დაჯდომა და რაღაც თემების განხილვა, მაგრამ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ეს კარგად გვაქვს ჩვენ გათვითცნობიერებული. კარგად გვესმის ის მინიშნებები და მესიჯები, რაც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. ამას სჭირდება ოპოზიციის მხრიდან მზაობა და თუ მათ აქვთ რაიმე წარმოსადგენი, ეს შეიძლება იმ სამუშაო ჯგუფში განიხილოს, რომელზეც პარლამენტში ჩვენი გუნდი საუბრობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოების, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს
არქივი