რა უნდა დავარქვათ იმას, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო რევოლუციურ სცენარში - ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, ოპოზიციური სპექტრის რადიკალური წარმომადგენლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 22 სექტემბერი 2022, 23:49
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე რა უნდა დავარქვათ იმას, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო რევოლუციურ სცენარში. მხედველობაში მაქვს გაყალბებული „პივიტის“ პარალელური დათვლები. ეს იყო საოცრება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი live“-ში ისაუბრა.

„ესეც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა, რომ ეს ყველაფერი არასწორად იყო გაკეთებული და ამის შემდეგ დაიწყო ამაზე საუბარი, მანამდე ამაზე ხმა არავის ამოუღია. ეს ყველაფერი შეფუთული და გამიზნულად გაკეთებული იყო. იმ არასამთავრობო ორგანიზაციას თავისი მისია ჰქონდა, უნდა გამოსულიყო და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა საარჩევნო შედეგები, რაც გააკეთა. რომ არა ჩვენი ჩართულობა, ჩვენი წვერების მხრიდან იმის გამომჟღავნება, რომ იტყუებოდნენ და არჩევნების შედეგებს აყენებდნენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას შეიძლება ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყოლოდა.

იმ შინაარსით, იმ განცხადებებით, იმ ქმედებით რასაც ეს ადამიანები აკეთებენ საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან შინაარსობრივად კავშირის არ აქვს. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, ოპოზიციური სპექტრის რადიკალური წარმომადგენლები და შესაბამისად ვისმენთ ამ განცხადებებს და მერე უკვირთ - რატომ აქვს საზოგადოებას ეს დამოკიდებულება მათ მიმართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით უსუფაშვილი - როგორც იურისტს შემიძლია, გითხრათ, ბრალდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, კონსტიტუცია მთლიანად არის წასაკითხი
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში არაერთხელ გამოუყენებიათ იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოში რატომ არის ევროპული იდეის წინააღმდეგ, თუ ასე არ არის სხვა დემოკრატიებში
არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელმა პროცესმა დაგვანახა, რომ არგუმენტები, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული იყო
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
Financial Times: აშშ-ში შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოკავშირეებსა და პარტნიორებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში
არქივი