115
22 სექტემბერი 2022, 23:57

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ოპონენტები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ერთი და იგივე წრეზე დადიან. ჩვენ არაერთხელ გვსმენია განცხადებები აქციებთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა შინაარსობრივად ეს განცხადებები არაფერს იძლევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი ახსნა არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები.
„ეს რადიკალიზმი და დამოკიდებულება, რაც მოდის ოპოზიციის მხრიდან, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის დიდი სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ გარკვეული დაძაბულობა, არეულობა, თუნდაც გადატრიალება. არავის ამის უფლება და შესაძლებლობა არ მიეცემა. ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, კანონი და ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |