კახა კალაძემ განმარტა, რის გამო იქმნება თბილისში საცობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 23 სექტემბერი 2022, 00:28
დღეს სამწუხაროდ გვაქვს მოცემულობა, რომ მთელი დღის განმავლობაში, საცობების გამო, კონკრეტულ მონაკვეთებზე შეუძლებელი ხდება მანქანით გადაადგილება. საზოგადოებასთან ყოველთვის გულახდილი ვარ და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს გამოწვეულია იმ ორი მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, რომელიც მიმდინარეობს მელიქიშვილს გამზირზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი თბილისში, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური სამუშაოების განხორციელება, საშვილიშვილო საქმე კეთდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურით მოწესრიგებით, გამწვანებით, განათებებით, მიწისქვეშა ურნების განთავსებით, ყველაფერი რაც კი შესაძლებელია კეთდება. მინდა მივმართო საზოგადოებას, ვიცი ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს თბილისს, ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს მე, ბევრ ადამიანს სჯერა ჩემი, იცის რას ვაკეთებ და რა მინდა ჩემი ქალაქისთვის. სხვას შეიძლება ხელიც არ მოეკიდებინა ამ საქმისთვის, რომელიც საბოლოოდ უკეთესებისკენ ცვლის მდგომარეობას. მეგობრებო, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი