ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შეხვედრების და ონლაინ დიალოგის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ „ეს შეხვედრები უკონტროლოდ მიმდინარეობს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 23 სექტემბერი 2022, 16:01
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, ბერგჰოფის ფონდის ინიციატივით ეწყობა შეხვედრები და ონლაინ დისკუსიები აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის პირდაპირი დიალოგის მიზნით, მათ შორის, ომის შემდეგ პატიებისა და შერიგების თემაზე.

„ეს შეხვედრები, განსაკუთრებით ონლაინ ფორმატში, მიმდინარეობს უკონტროლოდ და აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების თანხმობის გარეშე და როგორც ჩანს, ხელს უწყობს ქართული პროგრამის რეალიზებას „თანამშრომლობის გზით ჩართულობას“, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

არძინბამ აღნიშნა, რომ ბერგჰოფის ფონდს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ოკუპირებულ აფხაზეთში - მას არ გააჩნია არც რეგისტრაცია, ხოლო მისი დამფუძნებელი და პარტნიორია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც, მისი თქმით, ჩართული არიან აფხაზეთის იზოლაციის პროგრამაში.

არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ მძიმე საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ აქტიურად მართავს შეხვედრებსა და კონსულტაციებს, რომლებზეც ყურადღებით განიხილავს სტაბილურობისთვის არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს და მოწინააღმდეგეებისა და ოპონენტების შესაძლო სცენარებს, რომლებზეც რეაგირება შეიძლება მოხდეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
არქივი