ანა მალიარი - უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და რუსეთს თავს არ დაესხმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 23 სექტემბერი 2022, 16:09
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და რუსეთის ტერიტორიას არ დაესხმება. ამის შესახებ Ukrinform იუწყება.

„ჩვენი ამოცანაა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენ არ ვართ აგრესორები და არც დამპყრობლები. ჩვენ ვაწარმოებთ თავდაცვით ომს, რომლის ფარგლებშიც შეიძლება იყოს შეტევითი მოქმედებები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ხარკოვის რეგიონის გათავისუფლების ოპერაციის მაგალითზე დაყრდნობით მან განმარტა, რომ ეს უნიკალური ოპერაციაა, რადგან უკრაინა ყოველთვის ემზადებოდა თავდაცვითი მოქმედებებისთვის და არ აპირებდა ვინმეზე თავდასხმას.

„ჩვენი დოქტრინა არის ის, რომ ჩვენ ვიბრძვით თავდაცვით ომში, ამიტომ არ შევეხებით უცხო ტერიტორიებს. ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას“, - თქვა მალიარმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი