ზელენსკი: შოკირებული ვარ, ისრაელმა არაფერი მოგვაწოდა, არაფერი, ნული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 23 სექტემბერი 2022, 16:58
ფრანგულ გამოცემა Ouest France-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელით უკმაყოფილება არ დამალა და განაცხადა, რომ შოკირებულია მისი ქმედებებით. 

„შოკირებული ვარ. არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვაწოდა, არაფერი, ნული. მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, მაგრამ ინფორმაცია მივიღე, რომ ისრაელი თავისი იარაღის სხვა ქვეყნებში ექსპორტს ახორციელებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მე არ ვადანაშაულებ [ისრაელის] ლიდერებს. მე აღვნიშნავ ფაქტებს: იყო დისკუსია ისრაელის ლიდერებთან და ამან უკრაინას არ დაეხმარა. შეიძლება აღინიშნოს რუსეთის გავლენა ისრაელზე. მე ისრაელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევ. რატომ არ გვაძლევენ საჰაერო თავდაცვას?“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი