ვახტანგ გომელაური: რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა სადღაც 40-45%-ით მოიმატა, თუმცა შემოსულთა 60 პროცენტი საქართველოდან გადის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 27 სექტემბერი 2022, 11:38

ვახტანგ გომელაურის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბოლო 5 დღეში რუსეთიდან საქართველოში 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, არასწორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გმირთა მოედანზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ტყუილია, ამდენი არ შემოსულა. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი [დღიურად] და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე. სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ციფრები. დაახლოებით 60% [საქართველოდან] გადის“, - განაცხადა მინისტრმა.

მან რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიან საქართველოში. დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? 2011-ში ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და რუსებს თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში, [ეუბნებოდა]: „შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია“, - აღნიშნა გომელაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი