დიმიტრი ხუნდაძე - აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა ჩვენს მშვიდობიან და გონიერ პოლიტიკაზე გადის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 27 სექტემბერი 2022, 12:15

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე სოხუმის დაცემის დღეს, საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციის პროვოკაციებს უგუნურს უწოდებს და აცხადებს, რომ ენგურის ხიდთან გამართული შოუპროგრამებით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ.

დეპუტატის აზრით, აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა ჩვენს მშვიდობიან და გონიერ პოლიტიკაზე გადის.

„დღეს, სოხუმის დაცემის დღეს, ტკივილიან მოგონებებთან ერთად მომავლის რეალურ გეგმებზე უნდა ვიფიქროთ და არა იმ აქციებზე, რომელიც პროვოკაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე შედეგზე გათვლილ ქმედებას. ამ ვითარებაში, როდესაც ძლივს ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, ომის დაწყების საბაბს არ უნდა ვეძებდეთ. ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით შეცდომა, როდესაც ვერ შევძელით ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან პოლიტიკური გზით მოგვეგვარებინა ჯერ კიდევ ახლად დაწყებული კონფლიქტი. ვერ შევძელით, რადგან მეორე მხარეს იდგა ოკუპანტი რუსეთი. დღესაც ასეა, თუმცა, შეცვლილია გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ღია დიალოგის დასაწყებად და კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად. ვინც დღეს დროებით ოკუპირებულ საზღვართან მდგომ რუსეთის ზარბაზნებს ცეცხლს უკიდებს, ის საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, ეს მხოლოდ სხვა ქვეყნის ინტერესებში შედის. ქართველ პოლიტიკოსებს კი უნდა ჰქონდეთ იმდენი ტვინი, რომ საკუთარი ხალხი სხვის საზარბაზნე ხორცად არ აქციონ.

დღეს ყველაზე დიდი გმირობა მშვიდობის შენარჩუნებაა ქვეყანაში. უკრაინა, შუა აზია, კავკასია, სამხრეთის ქვეყნები – თითქმის ყველა ომის ცეცხლში ეხვევა. ამას ხედავენ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და მჯერა, რომ სწორედ ჩვენი გონივრული ქმედებით ამ კრიტიკულ სიტუაციაში შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას. მსურს, მოვიგონო აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სოხუმის დაცემის დღე ჯვართამაღლებას ემთხვევა. დაცემიდან ამაღლებამდე რთული გზის გავლა გვიწევს, მაგრამ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა ჩვენს მშვიდობიან და გონიერ პოლიტიკაზე გადის“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი