ანა აბაშიძე: სახალხო დამცველობის კანდიდატად რომ დამასახელეს, ჩემთვის სიურპრიზი იყო - გასაუბრება არ გამივლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 28 სექტემბერი 2022, 14:41

ვისაც დასჭირდება სახალხო დამცველის მხარდაჭერა, მე ვიმუშავებ ყველასთვის, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელეს.

„ჩემთვის სიურპრიზის სახე უფრო ჰქონდა ამ დასახელებას, მე არ ვყოფილვარ ჩართული ამ პროცესში, არც ჩემი ორგანიზაცია. გასაუბრება და მსგავსი რაღაცები არ მომხდარა, ადამიანებმა გამოიყენეს საერთაშორისო სტანდარტები, რომლითაც უნდა ირჩეოდეს ასეთი მაღალი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი. რომელ მიმართულებაში, კონკრეტულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ ახალი, მოგვიანებით შევძლებთ დეტალურად ლაპარაკს, იმიტომ რომ ჩემთვისაც სიახლეა და ამაზე მე დამოუკიდებლად არ მიფიქრია“, - განაცხადა აბაშიძემ.

რა კრიტერიუმით შეარჩია მესამე სექტორმა ომბუდსმენობის სამი კანდიდატურა - უკვე მეორე დღეა თემა აქტუალურია პოლიტიკურ სპექტრში. პროცესის გამჭვირვალობის შესახებ კითხვები აქვთ მმართველ პარტიაშიც. როგორც ირკვევა, კანდიდატურების წარდგენამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს მათთან გასაუბრების პროცესი არ გაუვლიათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი