ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 29 სექტემბერი 2022, 14:43

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, რომელსაც არ შეიძლება სხვა შეფასება ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საბერძნეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვიტყვი იმას, რომ პრაქტიკულად ეს ურთიერთობები უკვე მისულია წითელ ხაზთან და ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ოკუპირებული ტერიტორიები ვერ გახდებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, ისინი არიან საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები და რა თქმა უნდა, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან პოლიტიკას, რათა ერთად ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო, რომლის ადგილიც არის ევროპაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
არქივი