ირაკლი კობახიძე - NGO-ებმა „კლანურად“ შეარჩიეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე 3 კანდიდატი - „კლანური“ პრინციპით შერჩეულ კანდიდატებზე ვერ ვიმსჯელებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 29 სექტემბერი 2022, 22:48

ასეთი პროცედურა, მე მგონი, მსოფლიოშიც არ არის აპრობირებული, იმდენად გამჭვირვალე, ღია და ინკლუზიური პროცედურა გვაქვს შეთავაზებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სახალხო დამცველის არჩევის წესზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის გაცემინებდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცედურა შესთავაზა კანდიდატებს, NGO-ებმა მაინც „კლანური“ პრინციპით იმოქმედეს.

„ჩვენ უპრეცედენტო პროცედურა შევთავაზეთ, როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს. ჯერ ღია, ერთგვარი კონკურსი ცხადდება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ქულებით აფასებენ ყველა კანდიდატს და ამის შემდეგ მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს კანდიდატებს. ასეთი პროცედურა, მე მგონი, მსოფლიოშიც არ არის აპრობირებული, იმდენად გამჭვირვალე, ღია და ინკლუზიური პროცედურა გვაქვს შეთავაზებული.

რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, შეფასებას სამი კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენს ხელშია ხალხის მიერ მონიჭებული ძალაუფლება, ლეგიტიმაცია და ჩვენ გავხსენით ეს პროცესი და ამ დროს არიან აბსოლუტურად ლეგიტიმაციას მოკლებული NGO-ები, არც არჩევნებში მონაწილეობენ არც არაფერი, არავითარი ლეგიტიმაცია ამ NGO-ებს არ აქვთ, უბრალოდ არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები და ისინი მოქმედებენ ყოველთვის კლანური პრინციპით, რაც ჩვენ გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც მათ იმოქმედეს კლანური პრინციპით, ჩვენ გახსნილი პროცედურა შევთავაზეთ ყველას, ყველა სუბიექტს და საზოგადოებას, მათ ჩაკეტილი პროცედურით, აბსოლუტურად დახურული პროცედურით, შეარჩიეს გაუგებარი კრიტერიუმებით სამი კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ხელისუფლების მაკონტროლებელი, რომ პროცედურები გამჭვირვალე იყოს, მაგრამ თავად წარმოადგინეს სახალხო დამცველის მანდატები დახურული, არაგამჭვირვალე პროცედურით.

„ჩვენ წარმოვადგინეთ პროცედურა, აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ინკლუზიური პროცედურა და მათ დახურული პროცედურით შეარჩიეს სამი კანდიდატი, ყოველგვარი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე, რაზეც თვითონ უნდა იყვნენ მაკონტროლებლები, ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდნენ იმაში, რომ როგორმე უზრუნველყონ რაღაცის გახსნილობა, გამჭვირვალობა და ა.შ. ჩვენ გვახსენით და გამჭვირვალე პროცედურა წარვადგინეთ და მათ დახურულად, კლანურად შეარჩიეს სამი კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლიმ კობახიძემ აღნიშნა, NGO-ების მიერ შემოთავაზებული სახალხო დამცველი კანდიდატების შესახებ ხელისუფლებას „ნულოვანი პოზიცია“ აქვს.

„ამ სამ კანდიდატზე ჩვენ გვაქვს ნულოვანი პოზიცია. მათაც შემოიტანეს ახლა განაცხადები, როგორც დანარჩენი კანდიდატები იქნებიან შერჩეული ამ პროცედურის განმავლობაში, ისინიც მიიღებენ ქულებს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, შემდეგ იქნებიან ან არ იქნებიან წარდგენილი ოპოზიციური პარტიების მიერ, იგივე პროცედურას გაივლიან ისინიც. ჩვენთვის აქვს ნულოვანი მნიშვნელობა, ეს სამი კანდიდატურა იქნება დასახელებული, თუ არ იქნა დასახელებული, მთავარია ჩვენთვის ის გახსნილი პროცედურა. დახურული პროცედურით წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ ვერანაირ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ, თუ იგივე კანდიდატები ან მათი ნაწილი ამა ღა პროცედურის საფუძველზე მიღებს ქულებს და დასახელდებიან , მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ დახურული წესით შერჩეულ კანდიდატებზე, კლანური პრინციპით შერჩეულ კანდიდატებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება კრიტიკის მიმართ ღია და გახსნილია და ერთადერთი წითელი ხაზი, რაც მათ აქვთ სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებით არის ის, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით ვითარების ფუნდამენტური გაუმჯობესება. გავეცანი სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს, რომელიც არის უკიდურესად პოლიტიზებული, რომ გადახედოთ ამ ანგარიშს, დაადგენთ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით გვაქვს შესანიშნავი მდგომარეობა. თვითონ ლომჯარიას ანგარიშს რომ ჩახედოთ, რაიმე ფუნდამენტური პრობლემები მას იდენტიფიცირებული არ აქვს. არაფერი დასამალი არა გვაქვს და არც ზედმეტად არაფერი თავდასაცავი გვაქვს და არც არაფერი, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტმა იფუნქციონიროს სათანადოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კრიტიკული... ერთადერთი წითელი ხაზი, რაც ჩვენ გვაქვს დაკავშირებულია პოლიტიზებასთან, არ უნდა იყოს პოლიტიკოსი.

დაახლოებით 30%-მდე იყო წინა ხელისუფლების პერიოდში პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 90%-ს გადასცდა, ეს ნიშნავს იმას, რომ კრიტიკის მიმართ ჩვენ ვართ ღია და გახსნილი, მაგრამ როდესაც რუსთაველზე მიტინგზე დგება ე.წ. სახალხო დამცველი და იქიდან პრაქტიკულად ომის მოწოდებებს ავრცელებს, ამაზე რა თქმა უნდა, გვექნება რეაქცია, სხვანაირად გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა: ლომჯარიები და გიგაურები ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ეს ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის, ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს
მამუკა მდინარაძე: მართლაც პარადოქსია, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც
მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი, მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება, იქნება ლევან ხაბეიშვილი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
მამუკა მდინარაძე: ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც რომ არ სურთ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო“ სექტორი და მედია საშუალებები. საქართველოში სხვა მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
არქივი