დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღები პირები სამომხმარებლო ტიპის სესხის აღებას შეძლებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1918 01 ოქტომბერი 2022, 11:23

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ.

„მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის სესხზე ხელმისაწვდომობას. ჩვენ შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც თანხის გაცემას 48 თვემდე ვადით ითვალისწინებს - რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააერთიანოს სესხები ან ვადის დაგრძელების შესაბამისად, შეიმციროს ყოველთვიური გადასახადი. ლიბერთი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული პროდუქტების შექმნას“, - ამბობს,თორნიკე კორძაია საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალი სესხის აღებისას, ასევე სხვა ბანკიდან სესხის რეფინანსირებისას.  10 000 ლარამდე სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით. სასურველი თანხის მიღება შესაძლებელია როგორც სოციალური სარგოს და სხვა დამატებითი შემოსავლების გათვალისწინებით ლიბერთის ნებისმიერ მომსახურების წერტილში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი