დავით ქართველიშვილი: ბერში - მისი უწმინდესობა, ერში - ქვეყნის თავდადებული გმირი, ქველმოქმედი და პოლიტიკური მოჭადრაკე ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ ორი ბუმბერაზი პიროვნების გარშემო მოხდა ერის ჯანსაღი ძალების კონსოლიდირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 01 ოქტომბერი 2022, 13:48

ამ ეპოქის ათვლის წერტილად თამამად შეგვიძლია 2012 წლის 1 ოქტომბერი ჩავთვალოთ. თუმცა, არც განვლილი 10 წელი იყო ჩვენთვის „უეკლო ვარდივით“, თუმცა ქვეყნის გაჯანსაღების პროცესი უკვე მიმდინარებდა უკატაკლიზმო, მშვიდობიან, პოლიტიკური თვალსაზრისით, კონკურენტუნარიან გარემოში, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების გაფილტვრის ფონზე, სადაც ხდებოდა ნაღების - ნალექისაგან გამოყოფა, სიჯანსაღის - სიმახინჯისაგან გარჩევა და იმ სამოქმედო მოედნის და მასზე მოთამაშეების მომზადების პროცესი, სადაც უკლებლივ ყველა „ხვიჩა კვარაცხელიად“ უნდა იქცეს, რათა ეს მრავალტანჯული ქვეყანა იმ თავის გაბრწყინების პიკამდე და გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში მისი სახელმწიფოებრიობის აღდგენის, დამოუკიდებლობის მოპოვების, სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე - პირველი 23 წელიწადი უფალმა დაგვანახა, რა ტიპის სიძნელე, რა ფორმის შიდა თუ გარე დაპირისპირება, რა მასშტაბის მოღალატეობრივი მანკიერება, ქართული მენტალობის როგორი გენოციდი, მამულისა და ეკლესიის რა მასშტაბის შეურაცხყოფა/დევნა, მსხვერპლი, სისხლი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ტრაგედია და მრავალი-მრავალი სხვა - უარყოფითი გამოცდილების ყულაბაში იყო შესაგროვებელი, რათა ერს გამოემუშავებინა ამ ყველაფრის მიმართ მყარი იმუნიტეტი, შედარებითი ანალიზის უნარი, რაღაცის რაღაცისაგან გამორჩევის შნო და მტკიცე სურვილი: აღარასდროს განმეორებულიყოს წარსულის საბედისწერო შეცდომები, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ იმ აღმშენებლობის ეპოქას, რომელიც იბერიის გარდაუვალი გაბრწყინებით უნდა დაგვირგვინდეს.

ამ ეპოქის ათვლის წერტილად თამამად შეგვიძლია 2012 წლის 1 ოქტომბერი ჩავთვალოთ. თუმცა, არც განვლილი 10 წელი იყო ჩვენთვის „უეკლო ვარდივით“, თუმცა ქვეყნის გაჯანსაღების პროცესი უკვე მიმდინარებდა უკატაკლიზმო, მშვიდობიან, პოლიტიკური თვალსაზრისით, კონკურენტუნარიან გარემოში, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების გაფილტვრის ფონზე, სადაც ხდებოდა ნაღების - ნალექისაგან გამოყოფა, სიჯანსაღის - სიმახინჯისაგან გარჩევა და იმ სამოქმედო მოედნის და მასზე მოთამაშეების მომზადების პროცესი, სადაც უკლებლივ ყველა „ხვიჩა კვარაცხელიად“ უნდა იქცეს, რათა ეს მრავალტანჯული ქვეყანა იმ თავის გაბრწყინების პიკამდე და გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს.

ამ პროცესებს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ბერში - მისი უწმინდესობა, რომლის ლოცვის, სულიერი საჭეთმპყრობელობის გარეშე ამ გამარჯვების დასაწყისიც კი ვერ შედგებოდა, ხოლო ერში - ამ ქვეყნის თავდადებული გმირი, უშიშარი მოქალაქე, ქველმოქმედი და პოლიტიკური მოჭადრაკე - ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ამ ორი ბუმბერაზი პიროვნების გარშემო მოხდა ერის ჯანსაღი ძალების კონსოლიდირება და დღეს ჩვენ ყველანი ერთად უფლის წყალობით და ღვთისმშობლის ზეციური მფარველობით - ამ ქვეყნის, ამ ერის, მისი მომავლის დაუძინებელი მტრებისთვის - აუღებელ ციხე-სიმაგრეს წარმოვადგენთ!“, - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი