გიორგი ვაშაძე - არსად მითქვამს, საბჭოთა შეიარაღების ნაცვლად ამერიკული შეიარაღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 01 ოქტომბერი 2022, 14:00
კელი დეგნანის განცხადებას ასი პროცენტით ვეთანხმები. ამ „ეფესბეშნიკმა“ ოთხეულმა, „ეფესბენშიკი“ კობახიძის დავალებით დაიწყო ინტერპრეტაციების კასკადი, ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მე არსად არ მითქვამს საბჭოთა შეიარაღების ნაცვლად ამერიკული შეიარაღება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებაზე.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ ზოგიერთი მედიასაშუალებები შევიდა ტყუილებში, რომელსაც ასე ლამაზად ალაგებს „ეფესბენშიკი“ კობახიძე და ოთხეული.

„ამ ადამიანებმა გამოგვიცხადეს, რომ მათ უარი თქვეს ამერიკულ შეიარაღებაზე, გამოგვიცხადეს, რომ მათ ინტერესში არ შედის საქართველოს ბრძოლისუნარიანობა და პირდაპირ გვეუბნებიან, რუსის ტანკის შიშით უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება. ჩემი განცხადების შემდეგ არაერთი განცხადება გააკეთა ოთხეულმა და ოცნებამ, ეს ყველაფერი იყო უზუსტობებით სავსე“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი, ვაშაძემ აღნიშნა: „არსად მითქვამს საბჭოთა შეიარაღების ნაცვლად ამერიკული შეიარაღება, მე ასეთი რამე არ მითქვამს. ომში დადანაშაულება, რომელზეც საუბარიც დაიწყო ოთხეულმა, კობახიძის დავალებით, ესეც იყო ტყუილი. მესამე სრულიად ვეთანხმები იმ პათოსს, რაც აქვს აშშ-ს“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბებით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა“- ეს კელი დეგნანის სიტყვებია. ამაზე მეტი რა უნდა თქვას? კარგად მოუსმინეთ ქართულ თარგმანშიც და ინგლისურშიც. მე ასი პროცენტით ვიზიარებ ამ განცხადებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ოცნებამ“ უარი თქვა.

მანამდე მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „საქართველოს სჭირდება „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის“ ტანკები, პრორუსული „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, ვალდებულად ვთვლი თავს, ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
რობერტა მეცოლა: უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ ვუყურებდით 2004 წელს, გაფართოების დროს
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება - პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს
არქივი