სენაკის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 21.1%-ია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 01 ოქტომბერი 2022, 15:07

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე გააცნო. მისი თქმით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 21.1% (486 ხმა) შეადგინა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობის მაღალ ხარისხს და გამჭვირვალე გარემოს. ამ მიზნით საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, რომელიც პირველად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე იყო გამოყენებული. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. როგორც 2021 წლის არჩევნებზე, ახლაც, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებას, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე.

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით - cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს: ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ?
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება- თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები- ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ხალხს ატერორებდით, ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს
არქივი