„მაგას აწი შემოლაწუნებაც აღარ უშველის“ - ქადაგიშვილი გიორგი ვაშაძეზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 01 ოქტომბერი 2022, 15:17
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ვაშაძემ აღნიშნა - „პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, რუსეთის 15 აგენტია“ სატელევიზიო ეთერში გამოეხმაურა. 


მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, გიორგი ვაშაძეს შემოლაწუნებაც აღარ უშველის.

„გიორგი ვაშაძის განცხადებაზე არის ერთი პასუხი, ეს 15 აგენტი ეტყობა ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას და ამას უთხრეს, ამათ ჩაგაშვებინებ და შენ, როგორც ახალი აგენტი გამოხვალ ავანსცენაზე. ვაშაძე არის ახალი აგენტი. მაგას აწი შემოლაწუნებაც აღარ უშველის“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უარყო.

„ელჩმა განაცხადა, რომ  განცხადება შეიცავს უამრავ უზუსტობას და არ ასახვას რეალობას. ის, რაც დააბრეხვა გიორგი ვაშაძემ, არის პროვოკაცია. ვაშაძემ სხვა რამე თქვა და ის დაუპირისპირდა იმ პოზიციას, რასაც ამერიკა ოფიციალურად ამბობს.

ვაშაძის ნათქვამი ნიშნავს იმას, რომ ამერიკას საქართველო უნდა მოემარაგებინა იარაღით იმისათვის, რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო ან მზაობა ყოფილიყო. პოლიტიკური მიზანი, რაც ვაშაძეს ჰქონდა იყო ერთი რამ, საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა, რომ თითქოს ჩვენ იარაღს გვაძლევენ და ჩვენ ამ იარაღზე უარს ვამბობთ“, - დასძინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოების, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს
არქივი