„საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 02 ოქტომბერი 2022, 15:02

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ საპატიო კონსულები. კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.

"მოხარული ვარ, რომ აღვადგინეთ საქართველოს საპატიო კონსულების შეხვედრების ტრადიცია. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საპატიო კონსულების რაოდენობა 19-დან - 85-მდე გაიზარდა, 64 ქვეყანაში. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ მოწადინებული ვართ კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი მსოფლიო მასშტაბით.

მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა და ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც საიმედო დანიშნულების ადგილის, ბიზნესისა და საკვანძო სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის პოპულარიზაციისთვის." - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საპატიო კონსულის ინსტიტუტის მიზანია, წარმდგენი ქვეყნის შესახებ მიმღებ სახელმწიფოში ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო, საინვესტიციო, ტურიზმის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. წარმდგენი ქვეყნის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა. საქართველოს მაოფლიოს 64 ქვეყანაში 90-მდე საპატიო კონსული ყავს.

ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი